2024 წლის 28 მაისს სსიპ-ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ბარათაულის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია „პროექტები სასკოლო გარემოში“
მოსწავლეთა მიერ წარდგენილი საპრეზენტაციო თემები იყო:
1. ითვინინგის საერთაშორისო პროექტი - „სჯობს გაფრთხილდე, ვიდრე სამკურნალო გახდე/ პრევენცია სჯობს, შემდეგ განკურნებას“/;
2. ითვინინგის საერთაშორისო პროექტი - „ამბისთხრობა: ანტიკური მითებიდან საერთაშორისო ფანტასტიკამდე“;
3. კონკურსი -„გენდერული ნიშნით სელექციის საზიანო პრაქტიკები“.
მოსწავლეებმა საუკეთესო პრეზენტაციების წარდგენისთვის დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით. ასევე, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, სახელწოდებით “Bright Minds”. კითხვები შექმნილი იყო ინტერაქტიულ სასწავლო პლატფორმა _ quizizz.com-ზე და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი, მასწავლებლები, საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მშობლები.
Certificates












No comments:
Post a Comment