Monday, 10 June 2024

 2024 წლის 28 მაისს სსიპ-ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ბარათაულის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია „პროექტები სასკოლო გარემოში“

მოსწავლეთა მიერ წარდგენილი საპრეზენტაციო თემები იყო:

1.            ითვინინგის საერთაშორისო პროექტი - „სჯობს გაფრთხილდე, ვიდრე სამკურნალო გახდე/ პრევენცია სჯობს, შემდეგ განკურნებას“/;

2.            ითვინინგის საერთაშორისო პროექტი - „ამბისთხრობა: ანტიკური მითებიდან საერთაშორისო ფანტასტიკამდე“;

3.            კონკურსი -„გენდერული ნიშნით სელექციის საზიანო პრაქტიკები“.

მოსწავლეებმა საუკეთესო პრეზენტაციების წარდგენისთვის დაჯილდოვდნენ  სერთიფიკატებით. ასევე, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, სახელწოდებით “Bright Minds”. კითხვები შექმნილი იყო ინტერაქტიულ სასწავლო პლატფორმა _ quizizz.com-ზე და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილებით.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი, მასწავლებლები, საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მშობლები.

 

*      მოგეხსენებათ, ითვინინგის პროექტში - ,,სჯობს გაფრთხილდე, ვიდრე სამკურნალო გახდე"- "Prevention is better than cure", სკოლიდან ჩართულია სამი მასწავლებელი.

მეტი დეტალისთვის:⬇️

ითვინინგის მოცემული პროექტი ხორციელდება 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივნისამდე. აღნიშნულ პროექტში ჩართულები არიან პედაგოგები და მოსწავლეები საქართველოსა და სხვა ქვეყნის სკოლებიდან:

Inga Khergiani - Founder- LEPL- Shuakhevi Municipality Village Baratauli Named after Amiran Mamaladze Public School, Batumi, Georgia, საქართველო;

Mziuri Tarieladze - Member -LEPL - Shuakhevi Municipality Village Baratauli Named after Amiran Mamaladze Public School Shuakhevi, Georgia, საქართველო;

Davit Katamadze - Member - LEPL- Shuakhevi Municipality Village Baratauli Named after Amiran Mamaladze Public School, Georgia, საქართველო;

Levan Katamadze - Member - LEPL Shuakhevi Municipality village Chanchkhalo Public School, Georgia, საქართველო;

Nana Machitidze - Member - LEPL Tbilisi 142 Public School, საქართველო;

Nino Kvitsiani - Member - LEPL Tsalka Public School N1, Georgia, საქართველო;

Irma Nanskani - Member - LEPL Tsalka Public School №2, Georgia, საქართველო;

Lamara Khalvashi - Member -LEPL Shuakhevi Municipality Paposhvili Public School, Georgia, საქართველო;

Tinatin Kvatchadze - Member- Batumi Public School N8 , Georgia, საქართველო;

Tamta Kvaratskhelia – Member - Batumi Public School N8 , Georgia, საქართველო;

Dali Aburjania - Member - Batumi Public School N18 , Georgia, საქართველო;

Georgios EVRIPIDOU - Member - Λύκειο Α' Εθνάρχη Μακαρίου Γ΄ - Lyceum Pafou A' "Ehtnarchi Makariou III" Paphos, Cyprus, კვიპროსი;

Nurgül Yılmaz özçilingir - Co-founder -Trabzon Kız Anadolu İmam Hatip Lisesi Ortahisar, Turkey, თურქეთი;

Barış Yurtsever - Member - MBA Okulları KURTKÖY Pendik, Turkey, თურქეთი;

Fatih ÖZBAKAN - Member - Fevziye Tezcan Mesleki ve Teknik Anadolu Lisesi, Kartepe, Turkey, თურქეთი;

Samet Öztürk - Member - Orhan Asena Anadolu Lsiesi Yenisehir, Turkey, თურქეთი;

David Peña Vizcarro -Member - Institut Sòl-de-Riu Alcanar, Spain, ესპანეთი;

Collège Claude Chabrol Ahun, France საფრანგეთი;

პროექტის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, (SDGs, goal 3 - Good Health and well-being);

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს აუმაღლებს ცნობიერებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მენტალური ჯანმრთელობა და ა.შ

მოსწავლეები შეეცდებიან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით გადაჭრან კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარის განვითარებას;

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ განიმტკიცონ ცოდნა და გაიუმჯობესონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და სხვა.

*      აქტივობები იტვირთება https://school-education.ec.europa.eu/ პორტალზე, ითვინინგის პროექტებისთვის განკუთვნილ სივრცეში: თვინსფეისი

ასევე, პროექტის ბლოგზე: (მოცემულ ბლოგზე)☝

 https://preventionisbetterthancuregoal3.blogspot.com/

 

 

 

 

No comments:

Post a Comment

ითვინინგის საერთაშორისო სემინარი თბილისში

📍 სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა... Posted by მასწავლე...